Foto

მდინარაძე - ხალხმა დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, ოპოზიცია თავად ჩაანაცვლონ

ხალხმა დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

მდინარაძის თქმით, არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარე აქვს.

"ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს:

1. მოხდა აგენტურის აბსოლუტური ლუსტრაცია.

2. გამოჩნდა, რომ კამპანიამ, ყველაფერი ქართულისთვის რუსული დაერქმიათ, არ იმუშავა, რადგან მათი მხრიდან სხვა უპრეცედენტო ზომების მიღება გახდა საჭირო.

3. ხალხი უფრო კარგად გაიაზრებს, რა მოჰყვებოდა ბოლო წლებში გარედან შეკვეთილ ემოციებზე აყოლას.

4. ხალხმა ასევე დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია.

5. საქართველოს მოქალაქეს არჩევანი ძალიან გაუადვილდა: მან უნდა აირჩიოს, ვისკენ არის საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, ქართველებისკენ თუ უცხოელებისკენ.

6. ყველა ოდნავ გონიერი ადამიანი ჩვენი, ქართველი ერის გაუტეხელი ხასიათიდან გამომდინარე, ხვდება - რაც უფრო გაძლიერდება ანტიქართული ზეწოლა, მით უფრო გაძლიერდება ქართული მხარდაჭერა", - წერს მამუკა მდინარაძე.