ისრაელის მიერ დამასკოში, საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სირიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს კვლავ ეძებენ.
თავდასხმა დამასკოს იმ უბანში განხორციელდა, სადაც საელჩოები და უსაფრთხოების სამსახურების შტაბბინები მდებარეობს.
მედიის ინფორმაციით, შენობის პირველი რამდენიმე სართული, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, სრულად განადგურდა.
დაზიანებულია ოცამდე ავტომობილი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press