რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს - თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბებით განხორციელდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქისკენ 6 მართვადი საავიაციო ბომბი გაუშვა, რომელთაგან 5-ის ადგილმდებარეობა ცნობილია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დარტყმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განახორციელეს, რამაც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის დაზიანებაც გამოიწვია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press