ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებას ქარიშხალ "მილტონის" მიახლოების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
"შეიძლება, ეს იყოს ყველაზე საშიში ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს. ღმერთმა ქნას, ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ამჟამად ასე ჩანს",- განაცხადა ბაიდენმა.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება დაამტკიცა და ავიაკომპანიებს მოუწოდა, ფასები ხელოვნურად არ გაზარდონ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press