Foto

ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება - გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ

მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ისანი-სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების".

"პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული ვარ, რომ გვიყურებს დღეს, ის არის უკანონო, უსამართლო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება, ის ჩვენთან ერთად იზეიმებს დიდ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ დღეს მოვიპოვებთ.

დიახ, სწორედ მიშას პარტია, სწორედ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და იზოლაცია მოიტანა ჩვენს ქვეყანას. დიახ, დღევანდელი შეხვედრაც კი ისნელებთან და სამგორელებთან გვაჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოვიტანთ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის ევროპული კეთილდღეობისთვის",- განაცხადა ბოკუჩავამ.