ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ისრაელთან ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით დისკუსია ჰქონდა,- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
როგორც მილერმა აღნიშნა, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით შეშფოთებულები არიან.
“ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ღაზაში და შემიძლია, გითხრათ, რომ ეს იყო ორ მთავრობას შორის გადაუდებული დისკუსიის საკითხი. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ისრაელის მთავრობას, რომ მათ აქვთ ვალდებულება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, რომ დაუშვან საკვები, წყალი და სხვა საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ღაზას ყველა ნაწილში და ჩვენ სრულად ველით, რომ ისინი შეასრულებენ ამ ვალდებულებებს“,- განაცხადა მილერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press