უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უკრაინის ომის კადრების საარჩევნო ბანერებზე გამოყენებასთან დაკავშირებით.
როგორც ერმაკმა აღნიშნა, ქართველ ხალხს ესმის სიმართლე და უკრაინელებს მხარს ამის გამო უჭერს.
"ვნახე ეს განცხადება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს მშვენივრად ესმის სიმართლე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში",- წერს ერმაკი Telegram-ზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო "ბილბორდებმა გააშიშვლა სიმართლე".
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press