რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.
TASS-ის ცნობით, დადგენილება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა, აღარ შეიცავს გამონაკლისებს, რისთვისაც მანამდე ვიზა იყო საჭირო.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რუსეთში უვიზოდ შესვლა 90 დღეზე მეტი ვადით შეეძლება. აქამდე უვიზო რეჟიმი ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიც არის დროებითი სამუშაო, რუსეთში 90 დღეზე ნაკლები ხნით დარჩენას ითვალისწინებდა.
ცნობისთვის, 2023 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამავე პერიოდში რუსეთმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა და "საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც" გააუქმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press