"ქართული ოცნება" "ქართულ კოშმარად" გადაიქცა, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას განაცხადა.
როგორც როთმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ევროპის გულში იქნებიან თუ იზოლაციაში მოექცევიან.
"ქართული ოცნება" "ქართულ კოშმარად" გადაიქცა. მე არ ვგულისხმობ, რომ ისინი არამხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან იღებენ არასწორ, მცდარ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ არ არის შესაბამისი ევროკავშირის ღირებულებებთან, კრიმინალიზება, შეშინება, ეს ყველაფერი ევროპაში არ უნდა იყოს გასაგები. ევროპის გულში ამ ყველაფრის განხორციელება არ უნდა იყოს ჩვენთვის მისაღები. საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია",- განაცხადა როთმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press