Foto

ივანიშვილი - მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს

მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს 
,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბათუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს მოვალეობას.

“ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას.

ქვეყანა, სადაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თუ სტუმარს ღირსეულად შეუძლია ცხოვრება განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა; ქვეყანა, სადაც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იქნება ეს: ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სფერო - მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს; ქვეყანა, სადაც ძალოვანი უწყებები და მართლმსაჯულების სისტემა თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტთან”,- განაცხადა ივანიშვილმა.