ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ "მილტონის" 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS-ი ფლორიდის სამართალდამცავ დეპარტამენტზე დაყრდნობითავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან მაშველები მუშაობას განაგრძობენ.
ქარიშხლის გამო, რომელმაც შტატში ტორნადო, წყალდიდობა და შტორმი გამოიწვია, დაახლოებით 3 მილიონი კერძო სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
"უახლოეს დღეებში მეტი წყალდიდობაა მოსალოდნელი. ფლორიდის მაცხოვრებლებს ვაფრთხილებ, არ ეწვიონ ქარიშხალ "მილტონის" მიერ დაზარალებულ ტერიტორიებს",- განაცხადა შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press