კურსკის ოლქში რუსეთის ძალები ცდილობდნენ უკრაინული პოზიციების უკან დახევას, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები გარკვეულ ხაზებს ინარჩუნებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ფრონტზე არსებულ ვითარებაზე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის ესაუბრა.
"პოკროვსკის მიმართლება - ყოჩაღ თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ოფიცერს, რომელებიც უზრუნველყოფენ ჩვენი პოზიციების დაცვას. საერთო ჯამში, დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ძალიან რთული პირობებია, იქ მტრის ხისტი მოქმედებებია. თუმცა, ჩვენი დანაყოფების სიმტკიცეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სწორედ ჩვენს სიმტკიცეზეა ყველაფერი დამოკიდებული. რაც შეეხება კურსკის ოპერაციას, იყო რუსეთის მცდელობები, უკან დაეხიათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ვინარჩუნებთ გარკვეულ ხაზებს",- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press