დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად, არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, კოალიცია "ქართული ქარტიის" ერთგულია.
"ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი "ქართული ქარტიისა", რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ "ქართული ქარტიის" და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას",- ამბობს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press