13 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინას 2 Іскандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, 2 Х-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტითა და 68 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინამ 31 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლო.
მათივე ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა პოლტავისა და ოდესის, Х-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტებით კი, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში განხორციელდა.
უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვის, სუმისა და ჩერკასის ოლქებში მოხდა.
თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ძალები, ელექტრონული ომის დანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press