"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისში, პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოფისი "სუს-ის და მილიციის "ნასედკებმა" დაარბიეს.
"სუს-ის და მილიციის "ნასედკებმა" ვარკეთილის ენმ-ის ოფისი დაარბიეს. მოგნიშნოთ სამგორელო "ბიძინისტებო"? არ გრცხვენიათ? რას დაგამსგავსათ ამ გარეწარმა კაცმა, ფულის სიყვარულმა. არც უბანთან, არც კაცობასთან, არც პოლიტიკასთან "ჩანავლელიც" არ ხართ. საკადრის პასუხს ხალხი გაგცემთ 26 ოქტომბერს.
არ ვიცი, მე არა, არ გამიგია... თქვენს პატრონს, თან რომ გრცხვენიათ თქვენივე ნამოქმედარის. პატარა კაცუნებო. გამომეხმაურეთ ადგილობრივი "ოცნებისტები", თუ გაქვთ საპასუხო",- წერს ხაბეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press