ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორი შეშინებულია რუსი ოლიგარქი. ამ დარბევების, ამ ძალადობის, ამ მუქარების არავის არ გვეშინია, უფრო მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით ეს რუსები, მოღალატეები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ თბილისში, პარტიის ვარკეთილის ოფისის დარბევასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნადირაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.
„კიდევ ერთხელ ჩანს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი როგორი შეშინებულია. დღეს დილით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, სადაც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით.
შემთხვევა მომხდარია, სავარაუდოდ, გამთენიისას, რადგან დილით რომ მოვედით, ოფისი უკვე დაგვხვდა დარბეული, საღებავი შესხმული, შუშები დამტვრეული, შუშის ნამსხვრევებით არის სავსე აქაურობა. ბოთლები ისროლეს საღებავით სავსე. წინ არის უზარმაზარი სკვერი, სადაც განთავსებულია არაერთი სათვალთვალო კამერა და რომ უნდოდეთ ამის გამოძიება, მარტივად მოხდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სწორედ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და ის ადამიანები, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა გავისტუმროთ.
ამ დარბევების, ამ ძალადობის, ამ მუქარების არავის არ გვეშინია, უფრო მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით ეს რუსები, მოღალატეები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან.
რამდენიმე დღის წინ გვქონდა ისან-სამგორის მოსახლეობასთან დიდი შეხვედრა, 2 000-კაციანი შეხვედრა. მას შემდგომ დაიწყეს სამგორის რაიონში ძალოვანი უწყებების მომაგრება საარჩევნო უბნებზე, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიაცემინონ ძალოვან უწყებებს სამგორის რაიონში. ახლა გააგრძელეს თავდასხმები და ხედავთ, რა მდგომარეობაშია ოფისი და როგორც ჩანს, ეს ძალადობრივი თავდასხმები და ეს მდგომარეობა გაგრძელდება, მაგრამ დასასრული ამათი იქნება ძალიან მალე. 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ის უბედურება, რაც 12 წელია, „ქართული ოცნების“ მთავრობის მმართველობის ხელში ტრიალებს.
ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ შსს ამ ყველაფერს გამოიძიებს, არც კი მიგვიმართავს, ველოდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამკვირვებლებს, მედიებს, ისინი გვინდა, ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასევე მოვლენ ჩვენი პარტიული მეგობრებიც.
რამდენი ფაქტი ყოფილა თავდასხმის, მაგრამ არცერთი საქმე არ გამოძიებულა. ამიტომ, უბრალოდ აზრი არ აქვს მიმართვას შს სამინისტროსთვის, რადგან ეს „ტიტუშკები" შსს-თან და პოლიციასთან ერთად მოქმედებენ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - 26 ოქტომბერს მოვიშოროთ ხელისუფლებიდან ეს მავნებლები, რომლებსაც არ სურთ ევროპა, ევროპული მომავალი და სურთ რუსეთში ცხოვრება, სადაც არჩევნები, ფაქტობრივად, არ ტარდება და ადგილი აქვს მუდმივად ასეთ ძალადობრივ ფაქტებს",- აცხადებს ნადირაძე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press