სამხრეთ ეგვიპტეში, კაიროში მიმავალ სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 20 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის 2 ვაგონი მდინარეში გადავარდა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შეჯახება კაიროდან 270 კილომეტრის დაშორებით, მინიას პროვინციაში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეჯახების გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საავადმყოფოში, სულ მცირე, 21 ადამიანი გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ აფრიკაში ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მატარებლის მეორე ავარიაა.
სექტემბერში ნილოსის დელტაში 2 სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press