არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, "საქართველომ რომ არ დაკარგოს ყველაფერი და გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ, ამის ერთადერთი გარანტი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა". "არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ახლა ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს მათ შორის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რომ კანდიდატის სტატუსი არ იყოს მონაპოვარი, რომელიც წყალში ჩაიყრება, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა, რომ საქართველომ გააგრძელოს გზა ევროპისკენ და გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამის ერთადერთი გარანტი არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე",- ამბობს ბოკუჩავა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press