რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით ოდესის პორტზე მიტანილ იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო გემები და ბელიზისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი ხომალდები.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში 11 ოქტომბერსაც მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 10 ადამიანი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press