1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება ტყუილი და ბლეფია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" მიერ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებაზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია.
"მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, „გირჩის“ წარმომადგენელი იყო. იქ დაიხატა სრული სურათი, თუ როგორ ატყუებენ ხალხს. ელემენტარული მათემატიკა არ იცოდნენ, რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, ტყუილი და სისულელე.
არანაირი არგუმენტები არ აქვთ იმისა, თუ როგორ აპირებენ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნას. ეს ხომ წარმოუდგენელია?! მაშინ რაღაცას უნდა მოაკლოს და ისიც უნდა თქვას, რას აკლებს. ჯანდაცვას აკლებს? ინფრასტრუქტურას აკლებს? რა მიმართულებას უნდა მოაკლოს? წარმოუდგენელია",- განაცხადა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press