Foto

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი ოფიციალური ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, რუსეთის დელეგაციის დახვედრის ცერემონია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური სამხედრო საბჭოს შენობასთან გაიმართა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბელოუსოვს დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.