Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის პრესმდივან სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა 14 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ამ კვირაში უკრაინა ევროპელ პარტნიორებს წარუდგენდა სტრატეგიას.

"სტრატეგია ისახავს მიზნად, მოკავშირეების იძულებას ომის სამართლიანად დასამთავრებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.