ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების მომზადების მისიას 2 წლით გაახანგრძლივებს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბორელის თქმით, ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები "მთელი ფრონტის ხაზზე დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება".
"ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი შესაძლებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია. EUMAM-ის მისიის მანდატს მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ",- განაცხადა ბორელმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოში ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსი იქნება.
ბორელი ასევე შეეხო ევროპის მშვიდობის ფონდის თანხების დაბლოკვის საკითხს, რომელიც წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების საკომპენსაციოდ ეგზავნებათ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ საჭირო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უკრაინას ეწვევა და მისი მანდატის დასრულებამდე აღნიშნული თანხების განბლოკვა მოხდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press