რუსებმა ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კიმმა Telegram-ზე დაწერა, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
"დაახლოებით, 02:30 საათზე მტერმა ქალაქს შეუტია S-300-ის ტიპის რაკეტებით. დაზიანდა სარესტორნო კომპლექსი, სავაჭრო პავილიონები, საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები. გაჩნდა ხანძარი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები",- წერს კიმი სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press