ჩრდილოეთ კორეამ საკუთარ ტერიტორიაზე კორეათაშორისი გზისა და რკინიგზის მონაკვეთები ააფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ სეულზე [სამხრეთ კორეის დედაქალაქი] დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის (JCS) ცნობით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას ფხენიანმა [ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი] პირობა დადო, რომ მთლიანად გადაკეტავდა კორეათაშორის გზებს და კიდევ უფრო გაამაგრებდა ტერიტორიას თავის საზღვართან.
JCS-ის ინფორმაციით, სეულმა, ორშაბათს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეა ნაღმებს და ბარიერებს ამონტაჟებდა საზღვრის გასწვრივ და მძიმე ტექნიკის გამოყენებით სამუშაოებს აწარმოებდა, განაცხადა, რომ ფხენიანი აფეთქებისთვის მზად იყო.
ინციდენტის შემდეგ სეულმა მეთვალყურეობა გააძლიერა.
აღსანიშნავია, რომ ორი კორეა ტექნიკურად კვლავ ომშია მას შემდეგ, რაც მათი 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press