ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი, ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ. ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია! - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხაზარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და "მისი ხელქვეითების რუსული პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა".
"ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ. ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს "ოცნების" უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო.
ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი, ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ. ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია!
გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში! ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს! აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს - ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press