"ქართული ოცნების" გამარჯვების საშუალება არის არჩევნების გაყალბება, რაც დაწყებულია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-ს განუცხადა.
როგორც Financial Times-ის სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პარტია დაადანაშაულა კრემლის მიერ შთაგონებული დაშინების ტაქტიკის გამოყენებაში მომავალი არჩევნების გასაყალბებლად და მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის გააკეთონ.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი აქტივობა "ქართული ოცნების" სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს.
"ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც რუსეთში მოიპოვა ქონება, "ქართული ოცნება" ახორციელებს ზეწოლას სახელმწიფო თანამშრომლებზე, რათა ხმა მისცენ მას, თავს ესხმის ოპოზიციის აქტივისტებს, ემუქრება ჟურნალისტებს და ართულებს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემას",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-თან.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press