"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, "გურიანთაში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, თათია ნიკოლაშვილს "ქართული ოცნების" ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ".
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მივიდნენ, სადაც "ქართული ოცნების" მომხრეები სიებს ადგენდნენ.
„ჩვენ ვიმყოფებით გურიანთის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შენობა გადაქცეული აქვს „ქართული ოცნების“ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება - საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ.
მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ამ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე", - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press