„ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას აპირებს.
„ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არ ეყოფა არჩევნების მოგებას. „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს",- განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press