ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ვეტერანებისთვის მყარი სოციალური გარანტიები არ არსებობდა, მმართველმა გუნდმა კი, ამ მიმართულებით „აქტიური მუშაობა" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო.
„მინდა, მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს. ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ, თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია.
წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად...
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც მზარდია და თუ 2014 წელს 500 ლარი იყო, დღეისთვის უკვე 1 200 ლარს შეადგენს. მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებს; შედეგად, დახმარების მიღება შეძლო, დაახლოებით, 45 000-მა ვეტერანმა; დაწესდა შეღავათები, მათ შორის საგადასახადო კუთხით, მუნიციპალური ტრანსპორტით და მატარებლით მგზავრობაზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით და სხვა მომსახურებებით სარგებლობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეიქმნა ვეტერანთა პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ვეტერანებს სამედიცინო მომსახურება 15 000-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში 100%-ით უფინანსდებათ. ამოქმედდა ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა. განათლების მიმართულებით სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანთა შვილები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან. პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისას უპირატესი უფლება ვეტერანებს ენიჭებათ; სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბდა ვეტერან ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, მეურნეობები.
ეს ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების მხოლოდ ნაწილია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს იმ ძალისხმევისთვის, რომლის შედეგადაც, დღეს ვითარება არსებითად არის გაუმჯობესებული. თუმცა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.
ჩვენი გეგმების განსახორციელებლად და ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უმთავრესი პირობაა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება. თქვენ, ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი. მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსთვის თავდადებისთვის, იმ წვლილისთვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ",- თქვა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press