თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არა მგონია, საქართველოს დარჩეს შანსი ევროინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
როგორც ნაუსედამ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა საკუთარი მომავალი უნდა გადაწყვიტოს, ძალიან მნიშვნელოვანია.
"მომავალი არჩევნებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს გადაწყვეტს. თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არა მგონია, საქართველოს დარჩეს შანსი ევროინტეგრაციის გზაზე. თუ პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, დაველოდოთ პროგრესს - ეს ძალიან გაგვახარებს",- აცხადებს ნაუსედა.
შეგახსენებთ, 17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში იმართება ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებითაც უნდა იმსჯელონ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press