თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში, ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის,- ასე მიმართა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვეტერანებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა.
ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვეტერანებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად გაიზრდება.
“ვეტერანებო, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იქნებით განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი ჩვენი მხრიდან. თქვენ გაგეზრდებათ პენსია 1 000 ლარამდე; თქვენ ჩამოგეწერებათ საპენსიო სესხები; თქვენ მედიკამენტები გექნებათ უფასო; ყველაფერი, რასაც ექიმი გამოგიწერთ, გექნებათ უფასო. თქვენთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახები იქნებიან განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი. პატრიოტიზმი და ის სულისკვეთება, რომელმაც საქართველო ევროკავშირში უნდა შეიყვანოს, თქვენთან ერთად უნდა ავაშენოთ ქართველი ახალგაზრდების ჩართულობით.
რაც მთავარია, თქვენ აღარასდროს არ მოგიწევთ ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოსმენა მტერთან მიმართებაში. ქართველი ხალხი ბოდიშს მტერს არასდროს არ მოუხდის და ვიქნებით ღირსეული ერი, ღირსეულ ერთა შორის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი თავდადებისთვის, იმ დიდი გმირობისთვის, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის გააკეთეთ. იმ თავგანწირვისთვის, რომელსაც იჩენთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ბოდიში თქვენ მინდა მოგიხადოთ, რომ ამდენ ხანს საქართველომ, სახელმწიფომ ვერ დააფასა თქვენი მოქმედება",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press