ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აზიანებენ „ქართული ოცნების“ ბანერებს, რადგან „მათ აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა".
„ამ ადამიანებს აღიზიანებთ ეს ბანერები, რადგან შინაგანად ასეთები არიან. აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. ამბობდნენ, სირცხვილია, რომ აქ დაბადებულმა ადამიანმა საქართველო საკუთარ სამშობლოდ აღიქვასო. წარმოგიდგენიათ, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები შინაგანად?
ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ახორციელებს მოღალატეობრივ ქმედებებს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“,- აღნიშნა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press