აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობა განვიხილე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ბუდაპეშტის მემორანდუმი გაიხსენა და მას არაეფექტური შეთანხმება უწოდა, რომელმაც უკრაინის დაცვა ვერ უზრუნველყო.
"დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფებიდან ვინ დაზარალდა? ყველა? არა, ერთადერთი უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთადერთმა უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბარში მე მას ვუთხარი: „ჩვენთან ასე ხდება, რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი და ეს იქნება ჩვენთვის დაცვა, ან უნდა გვქონდეს რაიმე ალიანსი. ნატო-ს გარდა, დღეს ჩვენ ეფექტური ალიანსები არ ვიცით",- განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press