„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი„ჰამასის“ მებრძოლებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ მძევლები და დანებდნენ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა არის მკაფიო გზავნილი დაღუპულებისა და მძევლების ოჯახებისთვის, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მძევლების სახლში დასაბრუნებლად.
“ისრაელის სახელმწიფომ სამართლიანობა აღასრულა იაჰია სინვარის, მკვლელისა და ტერორისტის ლიკვიდაციით. იაჰია სინვარი იყო მთავარი ტერორისტი, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა. სინვარი მოკვდა გაქცევისას.
ის არ მომკვდარა როგორც მეთაური, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა. ეს არის ნათელი გზავნილი ჩვენი მტრებისთვის – ისრაელის თავდაცვის ძალები მისწვდება ნებისმიერს, ვინც შეეცდება, ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს ან ჩვენს უსაფრთხოების ძალებს. ჩვენ გადაგიხდით სამაგიეროს“,- განაცხადა იოავ გალანტმა ვიდეომიმართვისას.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press