რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი ჩაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ იქნა მიღებული.
როგორც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, "გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებით".
"ენგურის ხიდის ჩაკეტვა არ შეეხებათ "ენგურჰესის" თანამშრომლებს, ასევე აფხაზეთის მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press