Foto

„ჰამასი“ ორგანიზაციის ლიდერის მკვლელობას ოფიციალურად ადასტურებს

"ჰამასი" ორგანიზაციის ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას ოფიციალურად ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს.

როგორც "ჰამასის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხალილ ჰაიამ განაცხადა, იაჰია სინვარი ღაზის სექტორში დაიღუპა.

"სინვარის სიკვდილი მხოლოდ „ჰამასის“ გაძლიერებას გამოიწვევს და ისრაელი მის მოკვლას ინანებს", -განაცხადა ხალილ ჰაიამ.