დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, მაღაზიათა ქსელებში 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.
"დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ეს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასევე, სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც ხდება ამ კანონდარღვევების შესრულება და წარდგნენ აუცილებლად დამნაშავეები სამართლის წინაშე...
ის რაც ხდება რუსთავში კერძო კომპანიების, ბიზნესის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, არის დანაშაული და თითოეული მათგანი, ვინც ამას აკეთებს აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით",- განაცხადა თამარ კორძაიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press