Foto

ჰარისი - „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელოვან შესაძლებლობად უნდა იყოს გამოყენებული

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჰარისი თქმით, „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელოვან შესაძლებლობად უნდა იყოს გამოყენებული.

„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის და განსაკუთრებით ამ რეგიონის საკითხებს, არასდროსაა აქ საქმე ადვილად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდებით. ეს ყოველთვის რთული იქნება, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ჰარისმა.