Foto

მოლდოვაში EU-ში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა - 50,03% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49,97% წინააღმდეგი

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა.

მოლდოვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ 50,03% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49,97% წინააღმდეგი.

საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს კითხვისთვის უნდა ეპასუხათ: უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით? ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა - “კი“ და “არა“.