საქართველოში ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს,- საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
როგორც სტანომ აღნიშნა, ევროკავშირს იმედი აქვს, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფლი თანამშრომლობის განახლება, თუ არჩევნები იქნება თავისუფალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
"ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და საქართველოს მთავრობაში ბოლო დრომდე ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ შემდეგ მოხდა დიდი განსხვავება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული სახე მიიღო, რაც იყო კიდევაც რამდენჯერმე განხილული წელს ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ასევე, ევროკავშირის ლიდერების დონეზეც",- განაცხადა სტანომ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press