მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგების 100% დაითვალეს. აღნიშნულ ინფორმაციას მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
დათვლილი ხმების მიხედვით, საკონსტიტუციო რეფერენდუმში ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.
ამასთან ერთად, მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ხმების 100% დაითვალა და ჯამში არჩევნებზე 1 456 457-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მისი კონკურენტი ალექსანდრე სტოლიანოგლო კი მეორე ადგილს 29,98%-ით იკავებს.
3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press