ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში, ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს და ეს ვერ გაუგიათ, ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, "დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგიის დამფუძნებლები, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას ახერხებენ, როგორც ეს თავის დროზე, საქართველოში მოახერხეს".
"იდეოლოგია რასაც ლიბერალურს უწოდებენ დღეს ლიბერალები, საკმაოდ არა, ვიტყოდი, ძალიან სახიფათოა და ის იდეოლოგები, ვინც არიან ამის დამფუძნებლები, პარალელურად, რა თქმა უნდა, ახერხებენ, როგორც საქართველოში მოახერხეს, ისე ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას - განსხვავებული აზრი არ ისმის, კრიტიკული აზრი არ ისმის, შესაბამისად, ძალიან ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში და ჰგონიათ, რომ ესაა რეალობა.
ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს და ეს ვერ გაუგიათ. ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია, აბა ნახეთ, რამდენი ტელევიზიაა? თუნდაც, რამდენს გახსნიან ხვალვე - ეს არ არის ის დრო, რა დროც იყო, გახსოვთ ხომ, თეფშები როგორ დაგვიყადაღეს და როგორ გვიკრძალავდნენ, რომ როგორმე დამოუკიდებელი ინფორმაცია გვქონოდა, საინფორმაციო წყარო გვქონოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press