მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის გამძლეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ბორელი აცხადებს, რუსეთისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების მიუხედავად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნები წარმატებით ჩაატარა.
"რუსეთისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების მიუხედავად, მოლდოვის ხელისუფლებამ წარმატებით ჩაატარა არჩევნები და საკონსტიტუციო რეფერენდუმი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის გამძლეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე",- წერს ბორელი.
შეგახსენებთ, მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საკონსტიტუციო რეფერენდუმის პარალელურად გაიმართა, მისი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მისი კონკურენტი ალექსანდრე სტოლიანოგლო კი, მეორე ადგილს 29,98%-ით იკავებს. აღნიშნული შედეგით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც 3 ნოემბერს დაინიშნა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press