Foto

ანა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილი წარსულია

ივანიშვილი არის წარსული. „ძლიერი საქართველო“ არის წარსულის რეალური ალტერნატივა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და მას „სუსტი და შეშინებული კაცი“ უწოდა.

„გუშინ ვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული... ჩვენ, „ძლიერი საქართველო“, არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო. ივანიშვილი არის წარსული. „ძლიერი საქართველო“ არის წარსულის რეალური ალტერნატივა და სწორედ ამიტომ ეშინია ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.