გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკაშვირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები „ისტორიულ მინიმუმზეა“.
„გულწრფელად გეტყვით, ოთხ დღეში შესაძლებლობა გექნებათ, წახვიდეთ და თქვენი მომავალი მთავრობა აირჩიოთ. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა მთავრობას, რომელიც თქვენს ნებას გამოხატავს.
ორი დღის წინ, თბილისში ბედნიერების, სიხარულის დღე ვნახეთ - ახალგაზრდები ევროკავშირის დროშებით. ისინი უკეთეს მომავალს იმსახურებენ. შესაძლებლობები აქ უნდა გქონდეთ, ლამაზ საქართველოში და სხვაგან არ უნდა ეძებდეთ უკეთეს მომავალს.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა დასული, რაც ნათელია, რომ არის ხელისუფლების ნაბიჯების შედეგი. ნახეთ, რა ხდებოდა მოლდოვაში. საკუთარი შვილების მომავლისთვის მიეცით ხმა. ევროკავშირი გარანტიაა უკეთესი ცხოვრებისთვის და არა მხოლოდ ზოგიერთი მდიდარი ადამიანისა და მათი ლიმუზინებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის. ყველა კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ თქვენ გარდა, ამას ვერავინ გააკეთებს. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი არჩევანია“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press