ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ინტერვიუ იყო ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო“.
„იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენად ყველა თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ინტერვიუს ფარგლებში. ზოგადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press