ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად შედგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, აღნიშნული შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობს.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე არის შეთანხმებული ეს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე, ძალიან მალე აუცილებლად შედგება.
დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს ამისთვის. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა იქნება ძალიან პროდუქტიული სწორედ ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press