საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ თინა ბოკუჩავასა და “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, “ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დაცული იქნება.
"ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული…
პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული, რაღაცნაირად დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი, პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი, მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც“,- განაცხადა გვარამიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press