არ შევეგუებით ბრიუსელის მსახურებას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირს უნგრეთის სათავეში, „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის ხილვა სურს, "როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის".
"ბრიუსელში განაცხადეს, რომ თავიდან მოიცილებენ უნგრეთის ეროვნულ მთავრობას, რომ სურთ ბრიუსელის მარიონეტული მთავრობის დაყენება. ვსვამთ ძველ კითხვას, ვემორჩილებით უცხოურ ნებას, ამჯერად ბრიუსელისას, თუ მის წინააღმდეგ მივდივართ? უნგრეთს ამ არჩევანის გაკეთება ელოდება. უამრავჯერ დავამტკიცეთ, რომ არ გვეშინია და იმპერია ვერ დაგვაშანტაჟებს.
ვიცით, რომ სურთ, გვაიძულონ ომში ჩართვა; თავს მოგვახვიონ თავიანთი მიგრანტები და გადასცენ ჩვენი შვილები გენდერ აქტივისტებს; ვიცით, რომ მარიონეტულ მთავრობაზე ფიქრობენ; ჰყავთ პარტია და ადამიანი, რომლის დანიშვნაც სურთ; პირი, რომელიც უბრალოდ ხელს აწერს რაღაცებს, იდეალური კანდიდატი მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ არ შევეგუებით მარიონეტობას, ბრიუსელის მსახურებას. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვერ გაგვტეხენ",- განაცხადა ორბანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press